აღწერა
Viega საცობი (ხუფი) 1″ გარე კიდით (მოდელი 3290, Art. 320294) იმ შიდახრახნიან გასასვლელს ხურავს, რომელიც არ გჭირდებათ, მაგალითად სამკაპის თავისუფალ განშტოებას. თითბერის საცობი R 1 გარე ხრახნით ჩაიხრახნება, ოთხწახნაგა თავზე კი მას გასაღებით მოუჭერთ.
R 1 ხრახნი EN 10226-1 სტანდარტის კონუსური გარე ხრახნია. Viega თავის R გარე ხრახნებს ქარხანაშივე ჭდეებიანს ამზადებს, ამიტომ სელს მათზე წინასწარი გაუხეშების გარეშე დაახვევთ. შემამჭიდროებელი მასალა კომპლექტში არ შედის. Viega-ს ასორტიმენტში გარე კიდის გარეშე 1″ საცობიც არის, მოდელი 3291.
საცობი განკუთვნილია სასმელი წყლის, გათბობისა და გაზის ინსტალაციებისთვის. სამკაპები, ნიპელები და ხრახნიანი ხაზების სხვა ნაწილები იხილეთ ხრახნიანი მილგაყვანილობისთვის შერჩეულ ჩვენს ფიტინგებში, მწარმოებლის საპრესი სისტემებს კი ნახავთ ჩვენთან წარმოდგენილ Viega-ს ნაწარმს შორის. ექსპლუატაციაში გაშვებამდე Viega ინსტალაციის დატვირთვისა და ჰერმეტულობის გამოცდას მოითხოვს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.